26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ენმ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩასატარებელი არჩევნების წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სრულად ფორმირებისა და პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად მთელი საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები გაიმართება, სადაც ადგილობრივები, ადგილზე აირჩევენ თავმჯდომარეებს.

"ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩასატარებელი არჩევნების წესების შესახებ:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩასატარებელ არჩევნებში, თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის:
ა) წარმოადგენს მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკური პოზიციის გამომხატველ პირს;
ბ) წარმოადგენს სხვა პოლიტიკური პარტიის წევრს;
გ) წარმოადგენს სხვა პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ანტიდასავლური მოძრაობის ან ორგანიზაციის მხარდამჭერს.

2023 წლის 4 მაისიდან, 2023 წლის 9 მაისის 17 საათამდე არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის მსურველმა პირმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (თბილისი, კახეთის გზატკ. N45ა) ან პარტიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტით - [email protected] უნდა წარმოადგინოს განცხადება არჩევნებში მონაწილეობის მიღების თანხმობის თაობაზე (იხილეთ თანდართული ფორმა https://bit.ly/tankhmoba ), რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების არანაკლებ 1/3-ის განცხადებული მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტები; (იხილეთ თანდართული ფორმა https://bit.ly/sakrebulos )
ბ) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს არანაკლებ 2 წევრის მხარდამჭერი დოკუმენტი; (იხილეთ თანდართული ფორმა https://bit.ly/politsabcho )
გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში 2021 წლის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერილი სია, პირის იდენტიფიცირებისათვის არსებული პერსონალური მონაცემების ზუსტი მითითებით; (იხილეთ თანდართული ფორმა https://bit.ly/mkhardamcherebi )

ხმის მიცემის მიზნით ამომრჩევლად ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 9 მაისს, 10 საათზე და დასრულდება 2023 წლის 14 მაისს, 18 საათზე. ამომრჩევლად რეგისტრაცია დასაშვებია არაელექტრონული ფორმითაც, განაცხადის პარტიის ცენტრალურ, ან ადგილობრივ ოფისში წარმოდგენით;

2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ექნებათ საშუალება გადაამოწმონ შესაბამისი ამომრჩეველთა სიები;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 17 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები