26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
არ უნდა შეგვეშინდეს შეწინააღმდეგების, თუ ევროპარლამენტარი მოგვიწოდებს უკანონობაზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, ან ისეთ საკითხზე, რომელიც პირდაპირ არღვევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს-მიხეილ ყაველაშვილი

"თამამები უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ვფიქრობთ, რითაც ვცხოვრობთ - ჩვენი არსებობისთვის საჭირო მოთხოვნილების, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, ღირსების დაცვის არ უნდა შეგვეშინდეს," - ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ სიახლეებს, რომელიც ქართულ იდენტობას არ შეესაბამება და თავს მოხვეულია, თამამად უნდა შევეწინააღმდეგოთ.

"არ უნდა შეგვეშინდეს შეწინააღმდეგების, თუ ევროპარლამენტარი მოგვიწოდებს უკანონობაზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, ან ისეთ საკითხზე, რომელიც პირდაპირ არღვევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს. კონსტიტუციის დარღვევა, მართლმსაჯულებაში ჩარევა, კანონის გვერდის ავლა - ეს ისეთი მოთხოვნებია, რომელზეც პირიქით, აქეთ ვსვამთ კითხვებს, რადგან სწორედ ეს არ არის ევროპა. ჩვენ ვსაუბრობთ სიმართლეზე, სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ოპოზიცია კი უხეშად, პრიმიტიულად გვაწებებს იარლიყს, რომ თითქოს ეს რუსული ნარატივია, თითქოს უფლება არ გვაქვს, რამეზე ხმა ამოვიღოთ. წარმოგიდგენიათ, თავისუფალი ადამიანის აზრი ასეთი ზეწოლის ქვეშ იყოს? თამამები უნდა ვიყოთ - თუ დავინახავთ, რომ სხვადასხვა ფასეულობასა და ღირებულებებს გვახვევენ თავს, რომელიც ჩვენს იდენტობას არ შეესაბამება, ამას თამამად უნდა შევეწინააღმდეგოთ,", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები