26 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო-მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები სომხეთიდან 6 მედლით დაბრუნდა

ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო-მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები სომხეთიდან 6 მედლით დაბრუნდა, აქედან ერთი თათია ბუკიას ანგარიშზეა.

ქალთა ნაკრების ლიდერი გადამწყვეტ, ფინალურ ორთაბრძოლაში ტურნირის ფავორიტთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ოქროს მედლები კი ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე დემურ ქაჯაიამ და გორ აივაზიანმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუს მოკრივეებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.

ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა, ხვალიდან ქართველი მოკრივეები მომავალი შეჯიბრებისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებენ, 2023 წლის მანძილზე რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრს გამართავენ რომელთა შორის მთავარი ტურნირს მსოფლიო ჩემპიონატს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს, სადაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.

 ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

 

დღის ამბები