26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება

არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება. ამისთვის ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ყველაფერი საუკეთესო შენი ქვეყნიდან, შენი კულტურის, შენი გუშინდელი დღის და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, ხვალინდელზე და განვითარებაზე ზრუნვაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან და სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს.

„ამ პათოსით იყო პრემიერ-მინისტრის სიტყვაც გაჟღენთილი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იღებს. დიდ უმცირესობაში არიან ის პოლიტიკოსები თუ ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ამას სხვა სახელს არქმევენ. მაშინ მათ უნდა თქვან, სად დგანან ისინი და რომელ მხარეს დგანან, როდესაც ამ ყველაზე სწორ საკითხებზეა საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები