26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
უნგრეთში მთავრობის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მასწავლებლების საჯარო მოხელის სტატუსს აუქმებს და მათ დატვირთვას ზრდის

ბუდაპეშტში მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მასწავლებლების საჯარო მოხელის სტატუსს აუქმებს და მათ დატვირთვას ზრდის, – ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წერს.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. თითქმის 5000-მა მასწავლებელმა განაცხადა, რომ დატოვებს სამსახურს, თუ ეს კანონი ამოქმედდება.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

კანონის მიღების შემთხვევაში, პირველი ივნისიდან მასწავლებლების მაქსიმალური დღიური სამუშაო დრო 8-დან 12 საათამდე გაიზრდება, ხოლო ყოველკვირეული სამუშაო დრო 40-დან 48 საათამდე.

დღის ამბები