ანტონიო გადესის თეატრალური დასი საქართველოში სტუმრობისთვის ემზადება. ლეგენდარული ”კარმენი” და ”ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ” - ევროპის დღეების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე შესრულდება. ახლა ორგანიზატორები ბოლო დეტალებზე მსჯელობენ და ევროპის დღეებზე, მოედანზე მისულ სტუმრებს, ერთი დღით - ესპანეთში მოგზაურობას ჰპირდებიან.
”ევროპის დღეების” - მეორე დღე შვედეთში მოგზაურობას გულისხმობს. ორბელიანის მოედანს შვედი მომღერალი, სოფია კარლსონი ეწვევა. მსმენელისთვის ანსამბლი „რილტონს ვანერი“ კონცერტს გამართავს. სტუმრებს, დღის განმავლობაში შეფ-მზარეული, ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდება.
საქართველო ”ევროპის დღეებს” ყოველწლიურად მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პერსონალური ქვეყნების, შვედეთის და ესპანეთის დღეები გაიმართება.
საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და ევროპული კულტურის უფრო ახლოს გაცნობა - ეს ევროპის დღეების მთავარი კონცეფციაა. პროექტის ორგანიზებაში უკვე მრავალი წელია აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ქვეყნები ერთი მნიშვნელოვანი პრინციპით შეარჩიეს.
6 და 7 მაისს სტუმრებს ორი ქვეყნის კულტურის გაცნობისა და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.