მკვლელობა ტეხასში - ფრანცისკო ოროპეზამ ტეხასის შტატში ხუთი მეზობელი მოკლა. სამართალდამცველების ადგილზე მისვლიდან სპეცრაზმმა 38 წლის მამაკაცი - 45 წუთში აიყვანა. ეჭვმიტანილი საკუთარი ბინიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ერთ-ერთი სახლის კარადაში იმალებოდა. ოროპეზას ადგილის დასადგენად, პოლიციას ჯილდოდ 80 ათასი დოლარი ჰქონდა დაწესებული. თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებში 200-ზე მეტ ადგილობრივ ოფიცერთან ერთად FBI-ც მონაწილეობდა.
სამართლიანობა არ აღსრულებულა უილსონ გარსიასთვის, რომელსაც თავდამსხმელმა ცოლი და 9 წლის შვილი მოუკლა. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მისი კიდევ 2 მცირე წლოვანი შვილი. ბავშვებს მათი მეზობელი ქალი გადაეფარა, ის ადგილზე დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავდაპირველად ცეცხლი საკუთარ სახლთან გახსნა. მას შემდეგ კი, რაც მეზობლებმა სროლის შეწყვეტა სთხოვეს, ფრანცისკო ოროპეზა გაღიზიანდა და მეზობლების მიმართულებით უმისამართო სროლა დაიწყო . ყველა დაზარალებული ჰონდურასიდან იყო.
პოლიცია ამ დრომდე არკვევს, ეხმარებოდა თუ არა ვინმე ბრალდებულს მიმალვაში. მექსიკელი წარმოშობის მამაკაცი, ამერიკიდან წლების განმავლობაში 4-ჯერ იყო დეპორტირებული. შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა იზრდება. წელს ასეთი კი უკვე 160 შემთხვევა დაფიქსირდა.