26 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
განვიხილეთ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინელებისთვის, მათ შორის საქართველომ უკრაინას გაუგზავნა გენერატორები- საქართველო იმყოფება რთულ სიტუაციაში, რადგან რუსი სამხედროები დედაქალაქიდან არც ისე შორს იმყოფებიან -ჯეიმს აპატურაი

ვაღიარებთ, რომ საქართველო იმყოფება ძალიან სენსიტიურ მდგომარეობაში. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობელია ისინიც რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა 

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

"ჩვენ განვიხილეთ  მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ უკრაინას  და უკრაინელებს გაუწია. კერძოდ კი, ამის შესახებ  პარლამენტში ვისაუბრეთ. საპარლამენტო დელეგაციაზე გამოვყავით ის ნაბიჯები რომლებსაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად დგამს მაგალითად, პოლიტიკური დეკლარაციებით, მათ შორის 30 ათასი  უკრაინელის მიღებით, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მათ საკუთარი შვილებისთვის უკრაინულ ენაზე აქვთ განათლების მიცემის შესაძლებლობა. 

ვიცი რომ ათობით გენერატორი მიიღო უკრაინამ საქართველოსგან. ვაცნობიერებთ, რომ საქართველო იმყოფება უნიკალურ და რთულ სიტუაციაში, რადგან რუსი სამხედროები დედაქალაქიდან არც ისე შორს იმყოფებიან. რუსეთის გადაჭარბებული მუქარით, როდესაც საქმე ღია კარის პოლიტიკასა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხება. 

ვაღიარებთ, რომ საქართველო იმყოფება ძალიან სენსიტიურ მდგომარეობაში. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობელია ისინიც რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. ვხვდებით, რომ საქართველო რთულ მდგომარეობაშია და არ არის საჭირო სიტუაცია გაუარესდეს. მნიშვნელოვანია,  ყველამ მაქსიმუმი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად იმის მიუხედავად თუ ეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუ უკრაინა დამარცხდება საქართველოში უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესდება,"-განაცხადა აპატურაიმ.

 

დღის ამბები