26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
როცა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზე ლაპარაკია, რომელიც სასამართლოს და სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული-მამუკა მდინარაძე

როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული, ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ოპოზიციამ რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა. ყველა მომდევნო სასესიო კვირაში იქმნება საქართველოს ბიუროს მიერ ახალი დღის წესრიგი, მზადდება პროექტი, რომელიც წარედგინება ბიუროს ტექნიკურ დონეზე, იქ რაღაც საკითხები შედის, რაღაც საკითხები არ შედის. უამრავია ისეთი საკითხი, რომელიც მომზადებულია სხდომაზე გამოსატანად, მაგრამ არ შედის სხვადასხვა საკითხების და მიზეზების გამო. ეს საკითხიც არ იყო შეტანილი პროექტში და იმდენი ცოდნა უნდა ჰქონდეს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ დააყენოს საკითხი. პირდაპირ გეტყვით, არ დავუჭერდით მხარს შეტანას, რადგან საბოტაჟის უფლებას არ მივცემდით. წასულია უკვე ეს ამბავი, დამთავრდა, წინა სასესიო კვირის დღის წესრიგია. სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს უფრო სერიოზული მიზეზი, ჩვენ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმიტომ ვიღებთ, რომ არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალება. საქმე მდგომარეობს შემდეგში, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც ხომ ჩანს, რომ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული. ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შეასრულოს ყველა ევრორეკომენდაცია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მიეცეს საბაბი, საქართველოს დააბრალოს რეკომენდაციის არშესრულება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს არ დაბრალდეს და საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესრულებისათვის, რომელიც იცით რაშიც მდგომარეობს, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი, შემდეგ ამან გამოიწვიოს არეულობა და ა.შ. ამ დროს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმია სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა, ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ," – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები