26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 1-3 მაისს ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 
დღის ამბები