26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობაზე ითამაშებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობაზე ითამაშებს. 31 წლიანი ქართული ხელბურთის ისტორია ახლა თავიდან იწერება. ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხების ხარჯზე შეძლო. მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფ უნგრეთს ქართველმა ხელბურთელებმა გადამწყვეტი ბურთი მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე გაუტანეს.

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პენალტი 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 
დღის ამბები