27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გელა გოგიას სამხედრო პატივით მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქართველი მებრძოლი სენაკში საკუთარ სახლშია დასვენებული. მის საცხოვრებელ სახლთან უკრაინისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი.

ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დაღუპულ მებრძოლს პატივს დილიდან მიაგებენ და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. გელა გოგიას დღეს, სამხედრო პატივით მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ.  

გელა გოგია რუსეთ-უკრაინის ომში პირველივე დღიდან იბრძოდა. ის 26 აგვისტოს ქალაქ კრამატორსკთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

54 წლის ქართველი მებრძოლი ბოლო რამდენიმე წელი უკრაინაში ცხოვრობდა. გელა გოგია იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის მონაწილე. 

დღის ამბები