27 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"შეუძლიათ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ექსპერტები, იქნება ეს სამხარაული თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა" - სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრს გამოეხმაურა

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში მისი ადვოკატია შესული. შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა რომ შესაძლოა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს.

ადვოკატი სამინისტროს სთავაზობს არსებულ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი სპეციალისტები იქნება ეს სამხარაული, თუ სხვა კერძო ექსპერტიზა.

"ბატონ რატის [ბრეგაძე] როგორც იურისტს, დიდ პატივს ვცემ, თანაქალაქელები ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი "საქმის გაჭიანურება". ამჟამად ეს ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას. ამიტომ, რათა გაჭიანურებას არ ჰქონდეს ადგილი, ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ექსპერტები იქნება ეს სამხარაულის თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა, ვისაც თავად საჭიროდ ჩათვლიან. თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან," - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები