27 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში S-300PMU-2 სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი იაგმურ აჰმეთ გიულდერე დაიბარა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ვერბალური ნოტა გადასცა.

არსებული ცნობებით, ხომალდი ტარტუსის პორტიდან 20 აგვისტოს გავიდა, ბოსფორის სრუტე 24-25 აგვისტოს ღამით გადაკვეთა და 27 აგვისტოს ნოვოროსიისკში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მა მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.

დღის ამბები