"ევროკავშირს სჭირდება არა გერმანიის ხელმძღვანელობა, არამედ თავშეკავება" - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ზბიგნევ რაუს თქმით, ევროკავშირს ემუქრება არა მხოლოდ რუსეთის საგარეო იმპერიალიზმი, არამედ "შინაგანი იმპერიალიზმი", განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან.
პოლონეთის პირველი დიპლომატი გერმანიას სხვა წევრ ქვეყნებზე გავლენის გაზრდის მცდელობაში ადანაშაულებს .