აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა, ვიდრე არ დაინიშნება სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს. - ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის სახლიდან ამოღებული დოკუმენტები დაკავშირებულია მის ყოფილ თანამდებობასთან და ამიტომ განხილულ უნდა იყოს ნეიტრალური რეცენზენტის მიერ.
ტრამპი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობით ასევე მოითხოვს, იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილია ფედერალური ბიუროს მიერ 8 აგვისტოს მისი სახლიდან ამოღებული ნივთები და სთხოვა დაუბრუნონ ის ნივთები, რომლებიც ჩხრეკის ორდერში არ შედის.
"არ შეიძლება პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სამართალდამცველი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. ის არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იარაღად პოლიტიკური მიზნებისთვის,"- ნათქვამია სასამართლოსადმი ტრამპის მიმართვაში.