პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობაა - რეჟიმი ტყის ხანძრების გამო ამოქმედდა. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ არ გაჩნდეს ხანძრის ახალი კერები. ქვეყანაში გვალვისა და ქარის გამო ტყეების სხვადასხვა ნაწილში ცეცხლის გაჩენის რისკი მატულობს.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში კვირას შევიდა და სამშაბათამდე გაგრძელდება. სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ტყეში შესვლა და ცეცხლის დანთება აეკრძალათ. პორტუგალიაში ხანძრების შედეგად წელს 92 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.