27 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას, მხარს უჭერენ

პაველ ფიშერი და მარეკ მარეკ ჟენიშეკი, ჩეხეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას.

მედიის ინფორმაციით, ჩეხი კანონმდებლების თქმით, ასეთი ზომები უნდა შევიდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიაში.

"რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს. რუსეთის მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დაცვისთვის მიმართვის უფლება," - განაცხადა ფიშერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა რუსებისთვის ვიზების გაცემა 2023 წლის აპრილამდე შეაჩერა. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით გაცემულ ვიზებს შეეხება.

დღის ამბები