27 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
აშშ გმობს რუსეთის მიერ ბირთვული უსაფრთხოების უგუნურ უგულებელყოფას და მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, დემილიტარიზებული ზონის შექმნისკენ მოუწოდებს - ნედ პრაისი

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ ბირთვული უსაფრთხოების უგუნურ უგულებელყოფას, - განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. როგორც პრაისი ამბობს, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, დემილიტარიზებული ზონის შექმნისკენ.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ბირთვული უსაფრთხოების უგუნურ უგულებელყოფას. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს.

ჩვენ ვაგრძელებთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა შეასრულოს უსაფრთხოების მანდატი და დაეხმაროს უკრაინას ბირთვულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების ზომების მიღებაში მის ბირთვულ ობიექტებზე. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას - შეიქმნას დემილიტარიზებული ზონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები