27 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
2022 წლის II კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა

2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა - სამუშაო ძალის მაჩვენებლებზე ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.

ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.

დღის ამბები