გერმანია რუსულს, ამერიკული ნავთობით ანაცვლებს. მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით, ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა. ტანკერს 570 000 ბარელი ნავთობი გადააქვს.
ევროკავშირი მიზნად რუსული ნავთობის 90%-ის ჩანაცვლებას ისახავს. ევრო გაერთიანება "დრუჟბას" მილსადენით მიწოდებულ ნავთობს, ამერიკიდან, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ჩაანაცვლებს.