27 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
აშშ-ის სალჩო საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

გასაჯაროვდა ის რეკომენდაციები, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით უგზავნის. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება.

საელჩო რეკომენდაციას უწევს იუსტიციის საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას, ასევე, საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას. ასევე უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა.

"ეს რეკომენდაციები დეტალურია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში

დღის ამბები