27 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ჯო ბაიდენმა "ინფლაციის შემცირების აქტს" მოაწერა ხელი - რას ითვალისწინებს ახალი კანონი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 700 მლრდ დოლარის ღირებულების კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას ისახავს , ასევე გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.

"ინფლაციის შემცირების აქტი" ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მლრდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი ფედერალური დეფიციტის შემცირებას უნდა მოხმარდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელმოწერის ცერემონიაზე ინფლაციის შემცირების აქტს, აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიღება ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა.

კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები, მათი განცხადებით ამ კანონის მიღება ნიშნავს უფრო მაღალ გადასახადებს და აგრესიულ საგადასახადო აუდიტს.

დღის ამბები