27 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
სუსის ბაზაზე ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლება მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების აქტიური ფაზა მიმდინარეობს.

სწავლებაში მონაწილე უწყებების დანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით აწარმოებენ სამუშაოებს.

ღონისძიება  კიდევ რამდენიმე ადგილზე გაიმართება და საწვრთნელი ბაზების გარდა ჩართული იქნება სამოქალაქო კომპონენტი, რათა მონაწილე უწყებების დანაყოფებმა რეალურ სიტუაციებში მოახერხონ ყველა შესაძლო სცენარზე მორგებული სამუშაოების ჩატარება.

უწყებათაშორისი საველე სწავლება ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები იღებენ. სწავლება 19 აგვისტოს დასრულდება.

დღის ამბები