18 წელი გავიდა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან.
ეროვნული გმირი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მეთერთმეტე მექანიზირებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა.
იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“, ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.