27 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

" ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს" - ვკითხულობთ მინისტრის განცხადებაში

15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ექვს სახელმწიფოს - საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის და საბჭოს მომავალი წევრების, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლები, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ.

დღის ამბები