სამხრეთ ნორვეგიაში, დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ხიდი ჩაინგრა - ამის შესახებ BBC წერს.
მათივე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, სადაც მარტო მძღოლები ისხდნენ. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს.
BBC- ის ცნობით, ხიდი 2012 წელს გაიხსნა და 2021 წელს შემოწმდა.
ნორვეგიის საზოგადოებრივი საავტომობილო გზების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყება.