27 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ერევანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ერევანში ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაცია შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს," - ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუს" ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

დღის ამბები