27 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ - დონალდ ტრამპი

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

განცხადება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ტრამპის სახლი, მის მიერ დამტკიცებული ორდერის საფუძველზე გაჩხრიკეს.

ტრამპი წერს, რომ მისი ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობდნენ და მითითებებს ასრულებდნენ, შემდეგ კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები გაუფრთხილებლად გამოჩნდნენ. პარალელურად, გამოცემა ”ვაშინგტონ პოსტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ.

"როგორც ორდერის, ასევე FBI-ის დოკუმენტების ასლები ჩხრეკის დღეს, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატს გადაეცა, რომელიც ჩხრეკის დროს ადგილზე იმყოფებოდა. ჩხრეკის ორდერი დაამტკიცა ფედერალურმა სასამართლომ. დეპარტამენტმა შეიტანა შუამდგომლობა ორდერის გასაჯაროების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩხრეკის საჯარო დადასტურების, გარემომცველი გარემოებებისა და ამ საკითხში საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესის გათვალისწინებით.

კანონის უზენაესობის ერთგული დაცვა, იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, სწორედ ამას აკეთებს იუსტიციის დეპარტამენტი. ყველა ამერიკელს აქვს კანონითა და უდანაშაულობის პრეზუმფციით თანაბარი სარგებლობის უფლება. ჩვენ, ამას ყველა ამერიკელის კონსტიტუციური უფლებებისა და ჩვენი გამოძიების მთლიანობის დასაცავად ვაკეთებთ. ფედერალური კანონი, დეპარტამენტის წესები და ჩვენი ეთიკური ვალდებულებები უფლებას არ მაძლევს, მოგაწოდოთ ჩხრეკის საფუძვლების შესახებ დამატებითი დეტალები, თუმცა არის გარკვეული პუნქტები, რაც მინდა იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად დავამტკიცე გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შესახებ. მეორე, დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას მარტივად არ იღებს. მესამე, ნება მომეცით მივმართო ბოლო უსაფუძვლო თავდასხმებს FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტის აგენტებისა და პროკურორების პროფესიონალიზმზე. მე არ ვიქნები ჩუმად, როცა მათ უსამართლოდ ესხმიან თავს. FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან თავდადებული, პატრიოტი საჯარო მოხელეები. ისინი ყოველდღიურად იცავენ ამერიკელ ხალხს ძალადობრივი დანაშაულისგან, ტერორიზმისგან და სხვა საფრთხეებისგან. ისინი ამას აკეთებენ პირადი მსხვერპლისა და საკუთარი თავის რისკის ქვეშ დაყენების სანაცვლოდ,"-აცხადებს  ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.

 

დღის ამბები