27 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
FBI-ს ხელმძღვანელი ტრამპის ბრალდებებს და მისი მხარდამჭერების მუქარას პასუხობს - რეი ამბობს, რომ ძალადობა სამართალდამცველების მიმართ დასაგმობია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებებს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა უპასუხა. მან გამოძიების მიმდინარეობაზე არ ისაუბრა, თუმცა მიუღებლად მიიჩნია და დაგმო სამართალდამცველებზე თავდასხმა და ბრალდებები პოლიციელების წინააღმდეგ.

"დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ მე არ შემიძლია ვისაუბრო დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, თითქოს გამოძიების ეროვნულმა ბიურომ მას რეზიდენციაში ჩხრეკის დროს ადგილზე სამხილები ჩაუდო. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართოთ.

რაც შეეხება მისი მხარდამჭერების მხრიდან მუქარის საკითხს, შემიძლია გითხრათ, რომ სამართალდამცავების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა ყოველთვის დასაგმობი და სახიფათოა. ეს არის საკითხი, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობ. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, კაცები და ქალები, გმირულ მსხვერპლს სწირავენ ყოველდღიურად თითოეული მოქალაქისთვის, სრულიად უცხო ადამიანებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ეს ადამიანიები," - განაცხადა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ.

დღის ამბები