ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. ამიაკის მავთულის დაზიანების შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელება. როგორც მედიაში წერენ, გაჟონვა ლუდის ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მოხდა ამიაკის გადმოსროლა. უკრაინული მედიის ცნობით, ქიმიკატების გაჟონვა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივებს მოუწოდებენ ფანჯრები დაკეტონ და გარეთ არ გამოვიდნენ.