საფრანგეთში, შარლ დე გოლის აეროპორტში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, "დღეს დილით, აეროპორტში, პოლიციამ გაანეიტრალა პირი, რომელსაც დანა ეჭირა და იმუქრებოდა" . შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა.