პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. 35 წლის ზურაბ ქვარცხავას ცხედარი უცხოეთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს, მამაკაცი პოლონეთში მუშაობდა. მეზობლების ინფორმაციით, ის სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული.
საუბარი იყო მკვლელობის ვერსიაზეც, მაგრამ მეზობლები ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ, ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ქვარცხავა სამშობლოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოასვენონ.