27 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ლატვიას გაზი რუსეთიდან ისევ მიეწოდება - "დოიჩე ველე"

ლატვიას გაზი რუსეთიდან ისევ მიეწოდება - ამის შესახებ გერმანული სააგენტო "დოიჩე ველე" წერს.

მათივე ცნობით, ამას  ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის მონაცემები მოწმობს. რუსული გაზი ლატვიაში ესტონეთის სადგურ Luhamaa-ს გავლით მიედინება.

ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზის მიწოდებაზე აპრილის დასაწყისში მას შემდეგ, რაც უარი თქვა შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნები გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდის თაობაზე.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ივნისში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ლატვიურმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ განაახლა შესყიდვები.

Latvijas gāze-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნედლეულის შეძენა პირდაპირ "გაზპრომიდან“ არ ხდება და ტრანზაქციები ევროში ხორციელდება.

დღის ამბები