27 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 დაშავდა, 6 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, 6 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ისინი ამ დროისთვის თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა.

სეულში დაიტბორა საავტომობილო გზები და მეტროსადგურები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სტიქიის გამო, ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტეოროლოგების ცნობით, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები