27 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, ის ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია

"რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ ქცეულა ისტორიად და არ ჩაბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია", - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავ არსებობს და აუცილებელია, საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი აგრესიის პრევენციის პრინციპი შეიქმნას.

"ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე, იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ, მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს. ამიტომ, მომხდარზე მეტად საუბარი იმაზეა საჭირო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია და ეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია, მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო რეალური, ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მისაცემად. 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს. სწორედ ამიტომ, საჭიროა საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი შეიქმნას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები