რუსთავის მერი, ქალაქში 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალი პროექტების განხორციელებას აანონსებს. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია, რომლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც უკვე დასრულებულია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაზე ქაშაკაშვილის, კონსტიტუციის და მშენებელთა ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებს, სრულიად ახალი გზა დაიგება ახალ დასახლებაში დოლიძის ქუჩაზე.
15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სკვერი გაშენდება ჭყონდიდელის დასახლებაში. ამ ეტაპზე რუსთავში ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები 2020 მისამართზე მიმდინარეობს. რუსთავის მუნიციპალიტეტი ახალი პროექტების განხორციელებას, უახლოეს მომავალში დაიწყებს.