27 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"დაე, იცოდნენ მეგობრებმაც და მტრებმაც, რომ აზერბაიჯანი არასოდეს არის მარტო"-მევლუთ ჩავუშოღლუ

დაე, იცოდნენ მეგობრებმაც და მტრებმაც, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ომის დასრულების შემდეგ თურქეთი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს და ყარაბაღის აღდგენას. ამასთან, მინისტრმა სომხეთს მოუწოდა, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან".

"როცა ყარაბაღი ოკუპაციის ქვეშ იყო, თურქეთი დადგა იმის მხარეს, ვინც მართალი იყო, როდესაც ბრძოლები დაიწყო, თურქეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს. აზერბაიჯანის გამარჯვებამ ყარაბაღის ომში შექმნა პირობები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და ნორმალიზაციის პროცესის დასაწყებად. ბოლო დღეებში რეგიონში დაძაბულობამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა არსებული სიმშვიდე. ამ პროცესში ჩვენი სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ გაძლიერდება. დაე, იცოდნენ მეგობრებმაც და მტრებმაც, რომ აზერბაიჯანი არასოდეს არის მარტო,"-აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

დღის ამბები