27 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საქართველოს რკინიგზას, ბოლო 7 წლის განმავლობაში, სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. კომპანიამ 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში რკინიგზამ, ჯამურად, 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში. რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებში, ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი, ყაზახეთი, შუა დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

დღის ამბები