27 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ღმერთმა არ ქნას, რამე რომ მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს - ზელენსკი ევროპას აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დონბასში ვითარება კვლავ უმძიმესია.

"ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს", - აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ საფრთხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით შექმნა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი.

"მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელსაც შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ღმერთმა არ ქნას, რამე გამოუსწორებელი რომ მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს.

დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენოს.

ვითარება, ასევე, რთულია ხარკივში. როგორც ხოველთვის, ჩვენთვის მთავარია იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან. ყოველდღე, ყოველგვარი პაუზების გარეშე ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, რათა ფრონტზე უფრო მძლავრი და შორი მანძილის სისტემები გავგზავნოთ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები