27 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ საკუთარი აზრი გამოხატვის საშუალება- სერგეენკო 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს, ამიტომ მათ ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ. მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ საკითხებზე და სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

უმრავლესობის შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ და არა პოლიტიკოსებს ან ადვოკატებს. 

"ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ საკუთარი აზრი გამოხატვის საშუალება. სამკურნალოდ გადასვლაზე, ან არ გადასვლაზე, ან მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, ამ პროფესიის ადამიანებს ეწოდებათ ექიმები,"-აცხადებს დავით სერგეენკო. 

დღის ამბები