27 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების და მოქალაქეების მიმართ რომ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ  ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია გასაკვირი არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეების მიმართ:

"ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები