27 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
სავიზო რეჟიმის მოთხოვნა "ნაცმოძრაობის" მიერ აგორებული კამპანიაა, ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი, რასაც არ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მოთხოვნას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგორებული კამპანიაა და სერიოზულად ვერ შეხედავენ.

„ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის მოთხოვნა პირდაპირ არის ქსენოფობიური კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ვერანაირად მოახერხეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ამ გზებით ცდილობენ ამის გაკეთებას. ეს არის ომის პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიერ აგორებული კამპანია, ამ ქსენოფობიურ-შოვინისტური კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ასეთ დროს ამ კამპანიის აწევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი, რასაც არ დავუშვებთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ შევხედავთ იმ პეტიციებს თუ კამპანიის სხვა ელემენტებს, რომელიც არის შემოთავაზებული," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები