ჩინეთს ტაივანის იზოლაციის მცდელობაში ადანაშაულებს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
მისივე თქმით, ჩინეთი ცდილობს ტაივანი არ შეუერთდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.
"როგორც ხედავთ, რომ ჩინელებმა დარტყმები განახორციელეს, ალბათ ჩვენი ვიზიტი საბაბად გამოიყენეს. ჩინელები ცდილობდნენ, ტაივანის იზოლირებას. ისინი შეიძლება ცდილობენ, რომ ტაივანში სხვა ქვეყნების ვიზიტები არ შედგეს, მაგრამ ისინი ტაივანის იზოლირებას ვერ მოახდენენ, ჩვენი ტაივანში მოგზაურობის პრევენციით," - აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.