27 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია, 1%-იც არ იქნება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ განცხადებული ინფორმაცია, რომ თითქოს და საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა, საქართველოს მოსახლეობის 10%-ს უტოლდება, არის სიცრუე.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რეალურად რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-იც არ იქნება,

"მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად, ერთი პროცენტიც არ იქნება.

ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები