27 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ყირიმში, ქალმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა

 UNIAN-ის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება 24 თებერვლიდან დაიწყო, როცა ქმარმა უკრაინაში ომის დაწყებას მხარი დაუჭირა. 

კაცი ტაფის ჩარტყმისას გაითიშა, გონებადაკარგულს კი ცოლმა თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა. 

გაბრაზებულმა ქალმა ბაღის ნიჩბით ჩამოჭრა ყველა Z და V დროშა სახლში და ეზოში. ამის შემდეგ მან ქმრის მანქანას ბენზინი დაასხა და ყველა "პატრიოტული"  სტიკერი წაშალა.

როცა კაცი გონს მოვიდა, პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა და ახალი სტიკერების ყიდვა დააპირა.

როგორც UNIAN წერს, კაცმა ცოლის  წინააღმდეგ "ზომების მიღება მოითხოვა", მისი თქმით, სვეტლანა "ანტირუსულ განწყობებს" გამოხატავს და საერთო შვილს ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებს.

დღის ამბები