საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, ასევე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ.
ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.
პრეს-ტურის განმავლობაში, ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრებიან.
ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ისრაელში საქართველოს საელჩოა.