აშშ-ს სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა.
წინადადებას მხარი 95 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსმა ივნისის ბოლოს, მადრიდში გამართულ სამიტზე მიიღო.
პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელია ალიანსის წევრმა 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტებმა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ.