27 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა- ომის 162-ე დღე უკრაინაში  

რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა გახდა. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. გამთენიისას, ძლიერი აფეთქებები მოხდა მიკოლაევში. ოკუპანტებმა ქალაქის ორი უბანი დაბომბეს - აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში კორპუსები დაზიანდა. დონეცკის ოლქში, რუსი დამპყრობლების თავდასხმების შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. ღამით კვლავ დაიბომბა დნეპროპეტროვსკის რაიონი, დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა ათობით სახლი.

"მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიის სამოქალაქო ობიექტებზე. ახორციელებს საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. სლობოჟანსკის მიმართულებით, ატარებენ საბრძოლო მოქმედებებს ოკუპირებული ხაზების შეკავებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის აღკვეთის მიზნით.

სადაზვერვო ჯგუფის ძალებით მოწინააღმდეგე ცდილობდა დაზვერვის ჩატარებას მაზანივკას სამხრეთით, თუმცა გავანეიტრალეთ. ბახმუტის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა კოდემის, სემიჰირიას, ტრავნევეს, ვიიმკას, ბერესტოვის, ბახმუცკესა და ოპიტნეს დასახლებებში. ავიადარტყმები განხორციელდა სემიჰირიასა და ბილოგორივკას მახლობლად. ბრძოლა გრძელდება ვოლოდიმირივკა-სოლედარისა და პოკროვსკე-ბახმუტის მიმართულებით.

ვიდროჟენია-კოდემისა და დოლომიტნე-სემიჰირიას მიმართულებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დიდი ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს და აიძულეს უკან დაეხიათ. მტერი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას ჩვენი ჯარების პოზიციის გასარკვევად. შავი ზღვის წყლებში განლაგებული აქვთ ორი კალიბრის საზღვაო საკრუიზო რაკეტების მზიდი, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ მაღალი სიზუსტის იარაღი. მოწინააღმდეგის საავიაციო ჯგუფი ატარებს სისტემატურ საბრძოლო მოქმედებებს. ძალისხმევა მიმართულია დონეცკის მიმართულებით სამხედრო ობიექტებზე დარტყმისკენ",-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები