27 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ამერიკის ერთგულება ტაივანის ხალხისადმი ურყევია, ახლაც და მომავალი ათწლეულების განმავლობაშიც - ნენსი პელოსი

ნენსი პელოსიმ ტაივანი უკვე დატოვა. როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეაში გაემგზავრება. გამგზავრებამდე პელოსიმ ტაივანში ვიზიტი შეაჯამა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დელეგაცია ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა, რა დროსაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, უსაფრთხოების პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე ისაუბრეს.

"ჩვენს დელეგაციას ჰქონდა განსაკუთრებული პატივი შეხვედროდა ტაივანის პრეზიდენტს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ამერიკის ერთგულება ტაივანის ხალხისადმი ურყევია – ახლაც და მომავალი ათწლეულების განმავლობაშიც. ჩვენი კონგრესის დელეგაციას ჰქონდა დიდი პრივილეგია შეხვედროდა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტს იუან ცაი ჩი-ჩანგს აქ, ტაიპეიში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტაივანის დემოკრატიისადმი, მათ შორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და მმართველობის საკითხებში," - წერს ნენსი პელოსი.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც ჩინეთმა სამხედრო წვრთნების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, ტაივანი მოლაპარაკებას აწარმოებს მეზობელ იაპონიასთან და ფილიპინებთან ალტერნატიული საავიაციო მარშრუტების მოძიებაზე. პარალელურად, ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ტაივანის ცაზე არ იფრინონ.

დღის ამბები